„ღვინის დღეები საქართველოში"
ლაგოდეხი, სიღნაღი, ზესტაფონი და ცაგერი - ეს ოთხი ქალაქი „ღვინის დღეებს“ მასპინძლობდა. სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასთან ერთად გაიმართა ტრადიციული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. ღვინის დაყენების ქართულ მეთოდზე საჯარო ლექციაც წაიკითხეს. ფესტივალი 15 ოქტომბერს საზეიმოდ ზუგდიდში დაიხურება.
