მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 33 წლის წინ მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. „მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
