კელი დეგნანის განმარტება და "ხალხის ძალის" პასუხის პასუხი
კელი დეგნანის კომენტარს, რომელიც ა.შ.შ.-ის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას შეეხებოდა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები გამოეხმაურნენ. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს გაემიჯნოს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას. მანამდე კი დიპლომატმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ და რა მიზნით ეხმარება შტატები წლების განმავლობაში საქართველოს.
