ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების კუთხით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა
განხილვის მთავარი თემები ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკური შედეგები იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი აქვს და პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
