საქართველოს მორიგი მხარდაჭერა უკრაინას
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეამაც. დოკუმენტს მხარი დაუჭირა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. რეზოლუცია მოამზადეს ჩილემ და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა. დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
