"ქართული ოცნება" საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება” ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი 30 წლის იუბილეს ეძღვნება და ბერლინი მასპინძლობს. „ქართული ოცნების” დელეგაციას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კონგრესში ასევე მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების მთავრობათა ლიდერები და პარტიების ხელმძღვანელი პირები. მსჯელობა იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების, კოვიდ კრიზისის, კლიმატის ცვლილებების, სოციალური გამოწვევების, ენერგორესურსებზე ფასებისა და ინფლაციის ზრდის საკითხებზე.
