2023 წლის ბიუჯეტი
ვიდრე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, დეპუტატების თანდართული შენიშვნებით, გასათვალისწინებლად მთავრობას დაუბრუნდება, მანამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საკანონმდებლო დონეზე განხილვა გრძელდება. 2023 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, 21 მილიარდს აჭარბებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხაზინაში ფინანსების ზრდის მთავარი ფაქტორი, გაზრდილი ექსპორტი, საქართველოში ბიზნესის კეთების მომატებული ინტერესი და ტურიზმია, რომელიც პანდემიის პერიოდში, ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ნიშნულს აღწევს. პროექტი დღეს ფრაქციის ფორმატში, ფინასთა მინისტრის მოადგილემ, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან განიხილა, თუმცა პროექტთან დაკავშირებული კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ორი დეპუტატი, აპარატის წევრებთან ერთად მივიდა. ლევან ფოჩხუას სიუჟეტი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
