"ემეგობრე პოლიციას"
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში - შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს გორში. შადრევნის სკვერში. სტუმრები ეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. მოზარდები სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
