საქპატენტის საიუბილეო კონფერენცია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -„საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქპატენტის ორგანიზებითა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ გაიმართა, რომელიც საზეიმოდ გახსნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლის განსაზღვრას და ამ მიმართულებით მათი პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.