ოპოზიციის ნაწილი ისევ გაერთიანებაზე საუბრობს
ოპოზიციის ნაწილი ისევ გაერთიანებაზე საუბრობს. მსგავსი მითითება ხელისუფლების ოპონენტებმა, გუშინ სასამართლო დარბაზიდან, ნიკა გვარამიასგანაც მოისმინეს. პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს ოპოზიციურ სპექტრშია გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც - ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ თუკი საუბარია ერთიანობაზე, ეს ერთიანობა მხოლოდ ერთი იდეის გარშემო უნდა იყოს და ყველა ერთობა, რომელიც იდეის გარეშე, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ შეიქმნება, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
