რა მიზნით იმყოფება ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში
რა მიზნით იმყოფება ლევან ხაბეიშვილი ბრიუსელში - ეს შეკითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თავად ხაბეიშვილმა ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ევროპელი კანონმდებლები შეხვედრებზე აქცენტს უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და კონკრეტული პირების სანქცირებაზე აკეთებენ. როგორც გაირკვა, ხაბეიშვილი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ვიზიტით, ნაციონალური მოძრაობის სახელით არ იმყოფება და მასთან ერთად ბრიუსელში მხოლოდ მისივე შექმნილი და დავით კეზერაშვილის დაფინანსებული ანტიკორუფციული მოძრაობის ერთი წევრი იმყოფება. ქართული ოცნება, ხაბეიშვილის ვიზიტსა და მის ფარგლებში გაჟღერებულ გზავნილებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტების რეალური მიზანია, ქვეყანამ, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
