გავრცელებული ინფორმაციით რუსულმა მხარემ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსულმა მხარემ, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალდებული 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი თქმით, აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის რულონებში დამალეს, რომლის საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, ის ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეთში გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 12 პირი, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია. რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს, ცეცხლი გაუჩნდა.
