NATO-ს მინისტერიალი
მინისტერიალის ფარგლებში, ნატოში უკრაინის მხარდამჭერი საკონტრაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. ჯუანშერ ბურჭულაძე, რამშტაინის ფორმატით ბრიუსელში შეკრებამდე, ნატოს გენმდივანს შეხვდა და მას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ესაუბრა. მსოფლიო ეწინააღმდეგება და არ შეეგუება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მცდელობას, რომ დიდ ქვეყნებს პატარა სახელმწიფოების დაჩაგვრის საშუალება ჰქონდეთ. მსოფლიო დგას უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე- აცხადებენ ნატოში.
