ბულგარეთის მთავრობის გამოხმაურება
ბულგარეთი არ არის ყირიმის ხიდის აფეთქების მომზადებაში თანამონაწილე - რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გალაბ დონევიც. მან მედიას მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სიტუაციას, რადგან ამ თემაზე გადაჭარბებული საუბარი საშიშია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. "ბულგარეთი გზაჯვარედინზეა, სადაც ბევრი სატვირთო მანქანა გადის. ბულგარეთი აფეთქებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ნახსენები იყო, როგორც ეჭვმიტანილი სატვირთო მანქანის მარშრუტის წერტილი" - დასძინა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.