ჯანმოს მოწოდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო თანამეგობრობას ხანგრძლივი კოვიდის საზიანო შედეგების პრევენციისთვის ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი, რაც პოსტკოვიდური გართულებების გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვლენას გულისხმობს, კრიზისის საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სისტემებსა და ქვეყნებს ეკონომიკას. თუმცა, ყველაზე მეტად მისი უარყოფითი შედეგები საგანგაშო მაინც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა. ხანგრძლივი კოვიდის შედეგებთან ბრძოლის საუკეთესო გზად გებრეიესუსმა, სუსტი ჯანმრთელობის პირთათვის ვაქცინებისა და მედიკამენტების უპირობო ხელმისაწვდომობა, სამეცნიერო კვლევებში ინვესტიციების ჩადება და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება დაასახელა.
