ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა მცირე კასკადი და მრგვალი შადრევნები. დასრულებული სამუშაოების შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დააანონსა, რაც ითვალისწინებს ცენტრალური კასკადის განახლებას.
