დედოფლისწყაროში, ფესტივალი „ღვინის დღეები “ გაიმართა
დედოფლისწყაროში, ფესტივალი „ღვინის დღეები “ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და სხვადასხვა პროდუქტების დეგუსტაციაში. ფესტივალის ჩატარების ადგილზე, მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი საგამოფენო კუთხეები და კვების სივრცე, მრავალფეროვანი კერძებით. გაიმართა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; „ ღვინის დღეები“ პრემიერ მინისტრის ინიციატივით ტარდება.
