გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რომში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რომში, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა . ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. სესიას მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო. სესიაზე განხილვის მთავარი თემა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო.
