შრომის უფლებები
ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საქართველოში შრომის პირობების, შრომითი ურთიერთობების, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება“ დასრულდა. შემაჯამებელ კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და პროექტის 3-წლიანი შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში, 14 ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა. მათი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში უკვე დაწყებულია.
