სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. საუბარი შეეხება ინსტიტუტების ფინანსურ და ინსფრასტრუქტურული მომსახურების კუთხით გაძლიერებას, ასევე დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიების შექმნას. წარდგენილი ცვლილებების ინიცირება, უახლოეს მომავალში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდება.
