საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს, დღეს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ. მომდევნო წლიდან ბიუჯეტის ზრდა აისახება როგორც პოლიციელების, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და პედაგოგების ხელფასებზე, ასევე სკოლების მშენებლობაზე, საგზაო ინფრასტრუქტურულ და წყალმომარაგების განვითარებაზე. შეგახსნებთ 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება.
