საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთში ვიზიტს განაგრძობს. ბუქარესტში სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. რუმინეთსი ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყენას შორის, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა , რომელსაც პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი, შეთანხმება მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.
