გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოს 14 ახალი წევრი, მათ შორის საქართველო აირჩია
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ , ადამიანის უფლებათა საბჭოს 14 ახალი წევრი, მათ შორის საქართველო აირჩია. 2023-2025 წლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, შემდეგი ახალი წევრები შეემატება: - ალჟირი, ბანგლადეში, ბელგია, ჩილე, კოსტა რიკა, საქართველო, გერმანია, ყირგიზეთი, მალდივები, მაროკო, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სუდანი და ვიეტნამი.
