პატიმრობა ცოლის მკვლელობისთვის
თელავში 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ცოტა ხნის წინ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თორნიკე გამხვეტელაშვილს წინასწარი პატიმრობა თელავის რაიონული სასამართლოს სწორედ იმ მოსამართლემ შეუფარდა, რომელმაც დანაშაულის ჩადენამდე სამი დღით ადრე, ძალადობისთვის დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რამდენიმე დღეში კი მან ახალგაზრდა ქალი სასტიკად, შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში მოსამართლე მამუკა წიკლაურსაც ადანაშაულებს და მას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
