საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9 ნახევარი პროცენტით გაიზარდა და ათას 300 ლარზე მეტი შეადგინა. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. შედარებით მაღალი ხელფასი კი საფინანსო, სადაზღვევო, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში აღირიცხა.
