როდის იქცა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისთვის მიუღებელ პერსონად?
როდის იქცა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისთვის მიუღებელ პერსონად? "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ახლა პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანას მათი მმართველობის დროსაც ეხმარებოდა, თუმცა ახლა წარსულს უმნიშვნელოს უწოდებს. აწმყოში კი ეს გუნდი იმას ცდილობს, ევროპული რეკომენდაცია პერსონალურად ერთ ადამიანს მოარგოს და ევროპის მიერ მოწონებული ვერსიის ალტერნატიულ კანონპროექტს წერს. ხელისუფლება კი ვენეციის კომისიის დასკვნას უცდის.
