„იმედის“ ეთერში „მიმღერე“ ბრუნდება
პროექტი, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა პირველივე სეზონიდან შეიყვარა, თქვენ წინაშე ახალი შემადგენლობით წარდგება. დღეიდან, ყოველ სამშაბათს, თქვენთვის კარგად ნაცნობ რვა ოჯახთან ერთად საინტერესო, შთამბეჭდავი და თბილი მუსიკალური საღამოები გელით. იხილავთ პირველი სეზონის მონაწილეებსაც. „იმედის“ ორიგინალური პროექტი, რომელიც ქართული სიმღერის ოჯახური ტრადიციის საუკეთესო მაგალითებს გვიჩვენებს, მეორე სეზონით სტარტს დღეს, 22:30-ზე აიღებს.
