სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა
გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან, ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი კი მან სხვა პირს გადასცა, რითაც ჩაიდინა დანაშაული - სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.
