საარჩევნო რეფორმა
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალი წესი, დამკვირვებელთა უფლებამოსილების განსაზღვრა, მეტი კონტროლი საარჩევნო კომისიებში და ასევე შესაძლებლობა ემიგრანტებისთვის, რომ მათ არჩევნებში ხმა ელექტრონულად მისცენ. ეს არის ძირითადი ცვლილებები, რომელთაც ის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოამზადა. საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული კანონპროექტი "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და თაკო ჩარკვიანის პარტიამ ერთობლივად მოამზადეს. დოკუმენტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
