როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კიევის მიერ გაგზავნილ კანონპროექტზე
"ქართული ოცნება" ელოდება, როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია კიევის მიერ გაგზავნილ კანონპროექტზე. სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა. უკრაინულ მოდელზე დაფუძნებული ქართული საკანონმდებლო წინადადება თანმდევი პროექტების გარეშე უკვე წარედგინა ბიუროს. ოპოზიცია დოკუმენტს იწუნებს, მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის კანონის მიღებას.
