რუსი მილიარდერის იახტა ჰონგ-კონგში
ჰონგ-კონგის ლიდერის შეფასებით, რუსი ოლიგარქის სუპერიახტასთან მიმართებით დასავლური სანქციების შესაბამისად სამოქმედოდ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. რუსი მილიარდერის ალექსეი მორდაშოვის ძვირად ღირებული იახტა ჰონგ-კონგში 5 ოქტომბერს შევიდა, სადაც ის ვლადივოსტოკიდან იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების გავლით გადაიყვანეს. სუპერიახტა 141 მეტრის სიგრძისაა და 500 მილიონი დოლარი ღირს. ალექსეი მორდაშოვი, რომელიც „სევერსტალის“ მფლობელი და პუტინის მეგობარია, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.
