სპორტული ფედერაციების მოთხოვნა
კრივის ფედერაციასა და კულტურის მინისტრს შორის დაპირისპირება გრძელდება. დღეს 15-მდე ფედერაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფა მოითხოვა. შეიმუშავეს სპეციალური პეტიცია , რომელიც პრემიერის სახელზე გაიგზავნება. ფედერაციები ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაფინანსების და კომუნიკაციის პრობლემებს ასახელებენ. მათ მოთხოვნას თეა წულუკიანმა უპასუხა და განმარტა რომ გადაწყვეტილებას არა მინისტრი არამედ მთავრობა იღებს.
