სტიქია სამეგრელოში
სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ , პარალელურად დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა , დილიდან სპეცტექნიკით იწმინდება გზებიც. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ხობის , წალენჯიხის , სენაკის , აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ სათესი სავარგულები , განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი. განსაკუთრებით დაზიანდა შიდა საავტომობილო გზები და ხიდები. მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა .
