კახეთში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
უახლოეს საათებში სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა 22 წლის მამაკაცის წინააღმდეგ პატიმრობას მოითხოვს. გამოძიების დეტალებზე გენერალურ პროკურატურაში განმარტება გაკეთდა , მათ შორის 6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე , რომლის მიხედვითაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 22 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა , გათავისუფლებიდან სამ დღეში კი სავარაუდო მოძალადე მეუღლეს თავს დაესხა და ქალი ცივი იარაღით მოკლა.
