"ღვინის დღეები საქართველოში"
ღვინის დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“. ფესტივალის ფარგლებში კოლეჯის ტერიტორიაზე მეღვინე ფერმერების წარმოებული ღვინოები გამოიფინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ღვინის ტექნოლოგიების მასტერკლასს დასწრებოდნენ და დაეჭაშნიკებინათ კოლეჯის მიერ ნაწარმოები ღვინო. კაჭრეთის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა ერთ-ერთ ძირითად დარგს და რეგიონის განვითარებისა და დასაქმების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.
