გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის გამოსვლა
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მე-3 კომიტეტის დღის წესრიგით გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გამოვიდა. მან გაეროში გამოსვლა ქართულ და აფხაზურ ენებზე მისალმებით დაიწყო. ისაუბრა ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი შესაძლებლობას იძლევა, გაერთიანდნენ ე.წ. გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები.
