რუმინეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ვიზიტს, როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ პრეზიდენტები ხელს აწერენ დოკუმენტს – ერთობლივ დეკლარაციას „საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
