პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილმა და ირენ ქელინმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების კუთხით. შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა.
