საარჩევნო რეფორმა - ოპოზიციის ვერსია
საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგენს. ნაცმოძრაობას, "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს" პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი არ მოსწონთ. მმართველ გუნდის შეფასებით, ოპონენტები დეპოლარიზაციის პუნქტს ეწინააღმდეგებიან.
