2023 წლის ბიუჯეტი
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების და მეცნიერების კომიტეტებში განიხილავენ. 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იზრდება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით გაიზრდება სამინისტროების, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსებაც.
