ინვესტორების დაინტერესების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა
ინვესტორების დაინტერესების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა. ამას მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი „ბლუმბერგ მედიის“ კვლევა ამბობს. ირკვევა, რომ 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ინვესტირებას განიხილავს. ქართული ეკონომიკის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს დაინტერესებულ ინვესტორთა 70 პროცენტს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. კვლევაში 15 წამყვანი ქვეყნის მსხვილი კომპანიების დირექტორები მონაწილეობდნენ.
