სასტიკი მკვლელობა კახეთში
რა მოტივით გაათავისუფლა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებული, გირაოს სანაცვლოდ, რომელმაც საპატიმროს დატოვებიდან 72 საათში, ის ქალი სასტიკად მოკლა, რომლის ცემის გამოც, რამდენიმე დღით ადრე დააკავეს? მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმეში ყველა ის მტკიცებულება იდო, რომლითაც ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა მოსამართლემ ის ორი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა. ირკვევა, რომ წიკლაურის ანგარიშზე, ბევრი სადავო გადაწყვეტილებაა, მათ შორის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულთა გირაოთი გათავისუფლებაც. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია მოსამართლე წიკლაურისა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნათესაურ კავშირებზეც. წიკლაურს კორუფციულ გარიგებებშიც ადანაშაულებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
