საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი განიხილეს, რაც ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობას, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას. სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.
