მიმართვა ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას
2022 წლის ივლისიდან საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება - საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებთა პაკეტი, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაუგზავნა. სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები შეიმუშავა, რომლებიც როგორც ახალ ინიციატივებს, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ანტი-კორუფციული ორგანოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინიცირებული ცვლილებების შესახებ, ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრების გამოთქმის თხოვნით მიმართა.
