ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ - დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ - დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდება საძირკველი და შეიცვლება ასფალტის საფარი . რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი. სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს. ვიდრე აეროპორტის რეაბილიტაცია დასრულდება 2 კვირის განმავლობაში, რეისები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
