„ქარიშხალი 2022“ - ვაზიანში საბრძოლო სწავლება დასრულდა
დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. 41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო მოქმედებები და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. სწავლება მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს.
