უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განგაშის სიგნალი ისმის
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განგაშის სიგნალი ისმის. დღეს დილით კიევის დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვში , დნეპროპეტროვსკში , ნიკოლაევში , ჟიტომირში , ხმელნიცკში , კრივოი-როგში , ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, სადაც მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უკრაინის პრეზიდენტი სარაკეტო თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს .
