რუსეთის და ბელარუსის პირველი პირები შეთანხმდნენ
რუსეთის და ბელარუსის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ საზღვარზე ერთობლივ რეგიონულ ჯარებს განათავსებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მოკავშირე სახელმწიფოს დასავლეთ საზღვარზე გამწვავებული ვითარების გამო მიიღეს. ბელარუსის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ უკვე მეორე დღეა ერთობლივი სამხედრო ჯგუფების ფორმირება, მისი განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს.
