"ქართუს" მორიგი ქველმოქმედება
„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგს, ალექსანდრე თავართქილაძეს შეხვდა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე - „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, „სულაჟერს“ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასიფიკაცია უკვე მიანიჭა. მისი გამოყენების რეკომენდაცია, იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად და ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციების დროს, უკვე გაცემულია.
