თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, ცივი იარაღით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცნობილია, რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 6 ოქტომბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა . ამის შემდეგ სავარუდო მოძალადე მეუღლეს თავს დაესხა და ქალი ცივი იარაღით მოკლა. ქრონიკამ დღეს მოსამართლე მამუკა წიკლაურს კონკრეტული კიტხვით მიმართა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
